სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

წელს პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება

0
გაიცანით გიგლა ანთაძე მთიან აჭარაში ცხოვრობს და თავისი სოფლის ისტორიისა და ცხოვრების სტილის შესახებ გვიამბობს

წელს პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ფესტივალის ჩატარებას ზაფხულში გეგმავს.

4 დღის განმავლობაში, ფესტივალის მონაწილე მოლაშქრეები და მოგზაურები 45 კმ-ნ საფეხმავლო მარშრუტს „ჩირუხი-ხიხანი -შუამთის ტბები – ბეშუმი – გოდერძი – ალპური ბოტანიკური ბაღი“ დალაშქრავენ.

ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობას, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალი სტარტს ჩირუხში აიღებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება.

მისი მიზანი ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაცია, მოლაშქრე-მოგზაურებისთვის კი აჭარის ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების გაცნობაა. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებისთვის რეგისტრაცია მაისში დაიწყება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ტყე-ღრედ და ეკალბარდებად ცნობილი ტერიტორია წარმატებულ მეურნეობად აქცია

0

ლეჩხუმელმა, არტემ ონიანმა ტყე-ღრედ და ეკალბარდებად ცნობილი ტერიტორია წარმატებულ მეურნეობად აქცია.

მოაწყო საკალმახე, გააშენა ვენახი. ვენახში განსაკუთრებულ ყურძნის ჯიშები აქვს და ღვინოს აყენებს…

კალმახს ადგილობრივ ბაზარს აწვდის. ტურისტებსაც სთავაზობს კალმახის დაჭერას.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მოწყობილია ბიგელის ტიპის საბაგირო, სპორტსმენები უზრუნველყოფილი არიან სათხილამურო სამოსით და აღჭურვილობით

0
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, სოფელ ქედლებში სათხილამურო ბაზაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
ბაზაზე მოწყობილია ბიგელის ტიპის საბაგირო, სპორტსმენები უზრუნველყოფილი არიან სათხილამურო სამოსით და აღჭურვილობით.

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

0

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის

ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიები და სოფლების გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრმა თერმული ნისლით წამლობა იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მონიტორინგის საფუძველზე მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება.

აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტებში უკვე დამუშავებულია 1860 ჰა ფართობი. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ხელძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განმარტებით,  მავნებელი პოპულაციის ფაზაშია და ამ ეტაპზე, სააგენტოს ღონისძიებების პარალელურად,  უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. ფერმერების მიერ საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების რეკომენდებული სქემებით დამუშავება მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის რიცხოვნობას.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები  მეფუტკრე-ფერმერებთან  კოორდინირებულად  და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა ცივი შესხურებით.

სურსათის ეროვნული სააგენტო ტერიტორიების თერმული ნისლით  დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელებს.

„აშშ უკვე წალეკა, იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა…“ – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს.

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აღნიშნულმა ვარიანტმა „უკვე იფეთქა და აშშ წალეკა“.

„ვამბობდი, გაფრთხილებდით, მაგრამ ვინ გისმენს? ლანძღვა-გინების გარდა არაფერი ვიცით, იფეთქა, ჩემო ბატონებო, დიახ იფეთქა, კოვიდის ერთ-ერთმა ახალმა ვარიანტმა – JN.1-მა. ეს არის კოვიდის გაუმჯობესებული ვერსია.

გეუბნებოდით, ფრთხილად იყავით, რაღაც ვერ არის ეს ტიპი მაგრად-მეთქი. ძირითადად, ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის და ძალიან, ძალიან გადამდებია. მთელი აშშ უკვე წალეკა, ამერიკის 6 შტატში უკვე სავალდებულოა პირბადეები. იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა.

რა შეიძლება გაკეთდეს? საქართველოში ვაქცინები არ გვაქვს.

ფხაკაძის გარდა ამის მთქმელი კაციშვილი არ არის, ყველა არის სოროში ჩათრეული. „რეიტინგებიო“ და რაღაც, რეიტინგებსაც დავაყარე მიწა და ყველაფერს, ადამიანებს უნდა უთხრა, რაც არის პრობლემა და პრობლემა არის ძალიან დიდი, იფეთქა და ისე იფეთქა, რომ ძალიან მკაცრად გვექნება საქმე.

იფეთქა ისე, რომ მწარე იქნება, ამ სიმწარეს საქართველოს მოსახლეობა თებერვლის თვეში იგრძნობს, იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში უმძიმესი მდგომარეობა იქნება, ნახეთ, საავადმყოფოში ადგილები არ იქნება“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

JN.1 კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტია, რომლის გავრცელებაზეც აქტიურად წერს ამერიკული მედია.

როგორც The Washington Post წერს, JN.1 ახალი დომინანტური ვარიანტია, რომელიც, როგორც ჩანს, ასევე სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს მათაც, ვინც იყო ვაქცინირებული და სხვა შტამებითაც ინფიცირებული.

კორონავირუსის JN.1 არის რიგი ინფექციების მიზეზი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები აგრძელებენ დაცვას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან.

ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასძინა, რომ ის მუდმივად აკონტროლებს მტკიცებულებებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს JN.1 რისკის შეფასებას.

„საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება“

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში 28 მაისიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ორგანული (ბიო) წარმოება ნიადაგს აუმჯობესებს

0
ხეები - ნიადაგი

არიზის ტექნოლოგიური ინსტიტუტის AgroParisTech-ის მეცნიერთა ჯგუფმა, გრძელვადიან პერიოდში, ორგანული და ტრადიციული მიწათმოქმედების ნიადაგზე ზემოქმედების შედეგები გამოიკვლიეს.
დაკვირვებები პარიზში, ვერსალის ახლოს, ლა კეიჯის ექსპერიმენტულ ნაკვეთებზე, 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეცნიერებმა შედეგები, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის Bioemco-ის ბაზაზე, მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით გააანალიზეს.

კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ იმ ნაკვეთებზე სადაც აწარმოებდნენ ორგანულ მეურნეობას, ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების ბიომასა (ფიტოპარაზიტული ნემატოდების გარდა) 2.5 ჯერ გაიზარდა.

ფრანგ მეცნიერთა დასკვნით, ტრადიციული სოფლის მეურნეობა, რომლის დროსაც მცენარეთა დაცვის სინთეტიკური საშუალებები და მინერალური სასუქები გამოიყენება, უარყოფითად მოქმედებს ნიადაგზე და გრძელვადიან პერიოდში იწვევს მის გამოფიტვას, ალტერნატიური სისტემები კი, როგორიცაა ორგანული მიწათმოქმედება მიკროორგანიზმებისთვის კარგ პირობებს ქმნის და ნიადაგს ამდიდრებს.

წყარო: agrokavkaz.ge

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია პომი სამაცივრე მეურნეობას აშენებს

0

საქართველოს ბანკი აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “შპს პომი” ფართოვდება და სამაცივრე მეურნეობას აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.

“შპს პომი” 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღებს ფლობს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი ახალი სამაცივრე მეურნეობა  აშენდება. მისი ჯამური ტევადობა 600 ტონა იქნება და მას კომპანია საკუთარი პროდუქციის შესანახად გამოიყენებს. კომპანია სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას და ყოველწლიურად 800 ტონამდე მოსავლის აღებას გეგმავს.

საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყანაში აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა.  მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია პომისთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონებში აგროწარმოების განვითარებაში.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია შეძლებს 600 ტონამდე პროდუქცია შეინახოს, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მეტად გაფართოვნდენ, განვითარდნენ და უფრო მეტი მოსავალი მოიყვანონ. მსგავსი პროექტები რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის და გაშენების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.  ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების და ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“ – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაზღვრავს დემენციის განვითარების რისკს ახალგაზრდა ასაკში

0
ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაზღვრავს დემენციის განვითარების რისკს ახალგაზრდა ასაკში.
ახალგაზრდაონსეტური დემენციის მიზეზი ხშირად გენეტიკურია. UM-სა და ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახლა გამოავლინეს 15 ფაქტორი, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ასაკში დემენციის განვითარების გაზრდილ რისკთან, რომელთაგან ზოგიერთ ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს საკუთარ თავზე.
სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ან ცნობილი ცხოვრების წესის ფაქტორების გვერდით, როგორიცაა ალკოჰოლის მოხმარება და მოწევა, მეცნიერებმა ძლიერი ურთიერთობა აღმოაჩინეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. დეპრესია და სოციალური იზოლაცია – მაგალითად სმენის დაქვეითების გამო – როგორც ჩანს, 65 წლის ასაკამდე დემენციის ზრდის რისკის განსაკუთრებით კარგი პროგნოზირები არიან. დასკვნები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში JAMA Neurology.

პაპა ბაგრატას ისტორია – მიტოვებულ სოფელში 40 წლის მანძილზე განმარტოებული ცხოვრობდა

0
xr:d:DAGCd9ubXew:11,j:1994393668553375352,t:24041509

პაპა ბაგრატას ისტორია.

ზედა ვარძისი მიტოვებულ სოფელში 40 წლის მანძილზე განმარტოებული ცხოვრობდა. ამ სიმარტოვეს ლოცვით სძლევდა და ასე ღვთის ხმასა და ბუნების მაჯისცემას მიყურადებული ატარებდა თავის წუთისოფელს. მუხლჩაუხრელად შრომობდა. უნდოდა, სოფელი კვლავ ისეთი გაეხადა, როგორიც ხალხმრავლობისას იყო…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli