ვარიაში არაჟნის შენახვისა და კარაქის დღვების ტრადიცია
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა. ლაბორატორიას შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს საერთაშორისო დონის სადიაგნოსტიკო ტექნიკა და შეამოწმოს საკვები სხვადასხვა ქიმიურ საფრთხეზე, მათ შორის, სხვადასხვა დამაბინძურებლებზე, ცხოველური წამლების ნარჩენებზე, მიკოტოქსინებზე და ა.შ.
საერთაშორისო დონის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია და აკმაყოფილებს ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის შესაძლებლობები, მოხდა უახლესი დონის ლაბორატორიული აპარატურის შესყიდვა, გადამზადდნენ ლაბორატორიის სპეციალისტები და დაინერგა საერთაშორისო დონის კვლევები”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელმძღვანელმა ანა გულბანმა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
დამატებითი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანამშრომლობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე – https://www.iaea.org/newscenter/news/georgia-enhances-public-health-and-food-exports-with-iaea-support
ახალი კვლევა – ზრდის ალცჰეიმერის რისკს, საზიანოა ტვინისთვის…
მოწევა აზიანებს ფილტვებს. მაგრამ ბოლო კვლევამ დაადასტურა, რომ ის ასევე საზიანოა ტვინისთვის.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა 32094 მონაწილის ტვინის სკანირება, მოწევის ისტორია და გენეტიკური რისკი გააანალიზეს.
აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც დღეში ერთ კოლოფს ეწეოდნენ, ტვინის მოცულობა შემცირდა მათთან შედარებით, ვინც არასდროს ეწეოდა ან ეწეოდა 100-ზე ნაკლებ სიგარეტს.
„ადამიანები, რომლებიც ეწევიან, უფრო მეტად განიცდიან ნაცრისფერი და თეთრი ნივთიერების გაუარესებას, რაც იძლევა შესაძლო ახსნას, თუ რატომ შეიძლება იყოს დაკავშირებული ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევების 14% მსოფლიოში სიგარეტის მოწევასთან“, – განმარტავენ მეცნიერებმა.
მკვლევარების აზრით, კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის იანვრის გამოცემაში Biological Psychiatry: Global Open Science-ში, ეხმარება იმის ახსნას, თუ რატომ არიან მწეველ ხანდაზმულ ადამიანებს ალცჰეიმერის დაავადებისა და სხვა დემენციის უფრო მაღალი რისკი.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მეცნიერები ადრე უგულებელყოფდნენ მოწევის გავლენას ტვინზე, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ფილტვებსა და გულზე. როგორც უფროსმა ავტორმა, ლორა ჯ. ბიერუტმა აღნიშნა, „როდესაც ჩვენ დავიწყეთ ტვინის უფრო მჭიდროდ შესწავლა, ცხადი გახდა, რომ მოწევა ასევე ძალიან საზიანოა ტვინისთვის“.
„ადამიანებს, რომლებიც ეწევიან, უფრო მეტად განიცდიან ნაცრისფერი და თეთრი მატერიის გაუარესებას, რაც იძლევა შესაძლო ახსნას, თუ რატომ შეიძლება იყოს ალცჰეიმერის დაავადების გლობალური შემთხვევების 14% დაკავშირებული სიგარეტის მოწევასთან“, – წერენ ისინი კვლევის დასკვნებში.
ცნობილია, რომ დაბერება დაკავშირებულია ტვინის მოცულობის თანდათანობით შემცირებასთან და ეს კვლევა აჩვენებს, რომ მოწევა აჩქარებს ამ პროცესს, აღნიშნავენ მკვლევრები.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მოსახლეობა დაბერდება, რადგან სიბერე და მოწევა დემენციის რისკის ფაქტორებია“, – თქვა ბირუტმა.
„ერთი რამ, რაც შეგიძლიათ შეცვალოთ, რათა შეაჩეროთ თქვენი ტვინის დაბერება, არის მოწევის შეწყვეტა“, – თქვა მან.
ერთ-ერთი დადებითი აღმოჩენა იყო ის, რომ მოწევაზე თავის დანებებამ შეიძლება თავიდან აიცილოს ტვინის დამატებითი ქსოვილის დაკარგვა, მაგრამ ზოგადი დანაკარგი არ შეიცვლება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე
პროფესიონალი ფოტოგრაფი ლაშა ზუბიაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ცხოვრობს, მშობლებთან ერთად. ლაშა ამჟამად კასპში, მაჟორიტარი – დეპუტატის ბიუროში მუშაობს.

ლაშა ზუბიაშვილის ეზოს ფოტოებმა, რომელიც “ფეისბუქის” პირად გვერდზე განათავსა, უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მალე მისი ეზოს დათვალიერების სურვილი უცხო ადამიანებმაც გამოთქვეს. მისი ეზო ლამაზია წლის ყველა სეზონზე.

ლაშა ფოტოგრაფიით შვიდი წელია დაკავებულია. უამრავი ფოტო აქვს გადაღებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მისი გადაღებული ფოტოები სულ სხვა თვალით დაგანახებთ საქართველოს კუთხეებსა და ბუნებას.
რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?
რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია?
ბავშვებში დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორია ძალადობა. ეს შეიძლება იყოს სკოლაში ჩაგვრა ან სხვა ჯგუფური თუ ოჯახური ძალადობა (მოზარდის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პარტნიორის ძალადობაც). ოჯახურ ძალადობაში იგულისხმება არა მარტო ფიზიკური ზეწოლა, არამედ დამცირება, დაცინვა, ემოციის გამოხატვის აკრძალვა და სხვ. ეს არის ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის ფორმებია, რომლებიც ბავშვის ფსიქიკაზე გამოუსწორებელ გავლენას ახდენს.
თუმცა არსებობს ძალადობის სხვა ფორმებიც. ოჯახში, სადაც ძალაუფლების დისბალანსია, ბავშვი ამ სიტუაციის ტყვეობაში ექცევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მთელ მსოფლიოში პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქალების თითქმის მესამედზე პარტნიორი ძალადობს. ასეთ სიტუაციაში ბავშვი ხშირად შეუმჩნეველი რჩება და ის შესაბამის დახმარებას ვერ იღებს. მსგავს მდგომარეობას სპეციალისტები „გვერდით ზიანს“ (collateral damage) უწოდებენ.
ძალადობის მოწმეს შიშისა და განგაშის შეგრძნების პაალელურად ეუფლება ის შეგრძნებები, რომლებსაც არაპირდაპირი მსხვერპლი განიცდს. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ოჯახში მიმდინარე მოვლენებში ბავშვი საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ და ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ვაზის ჯიშები საქართველოში
ვაზი უნიკალური მცენარეა. ის მსოფლიოში ერთ–ერთ მნიშვნელოვან სასოფლო–სამეურნეო კულტურას წარმოადგენს.
ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები
ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები
რწყვის ნორმებისა და ვადების დადგენა დაკავშირებულია ნიადაგის ტიპის, კლიმატური პირობებისა და ხეხილოვან მცენარეთა განვითარების თავისებურებებთან.
ხეხილის ბაღის მორწყვის 3 ძირითადი წესი არსებობს:
1. შტამბის გარშემო ჯამებში მიშვებით; 2. მოღვარვა მთელ ფართობზე; 3. კვლებით რწყვა.
მცირე ზომის ფართობებზე და, მით უმეტეს სარწყავი წყლის უკმარისობის დროს, ყველაზე ხელსაყრელია ჯამებში მიშვება. ერთ ხეს საშუალოდ 100ლ წყალი სჭირდება.
გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ხშირად ფესვთა სისტემის განვითარების ზონაში არსებობს მლაშე წყალი. ასეთი ნიადაგის უხვმა და ხშირმა რწყვამ, შესაძლოა, მლაშე წყალი ზედა ფენაში ამოიყვანოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სარწყავი წყალი გრუნტისას შეუერთდება.
რწყვის საორიენტაციო ვადებია:
1. ადრე გაზაფხული, კვირტების გაშლამდე;
2. ყვავილობისა და გამონასკვის დამთავრებიდან 15-20 დღის შემდეგ;
3. ივნისში, ნაყოფის ზრდის უზრუნველსაყოფად; ნიადაგში ტენის სიმცირის შემთხვევაში მორწყვა ხელს უწყობს ნასკვების განვითარებასა და საყვავილე კვირტების ჩასახვას;
4. მოსავლის აღებამდე 15-30 დღით ადრე – საჭიროების შემთხვევაში;
5. მოსავლის აღების შემდეგ;
6. შემოდგომით, ფოთლების მასობრივი ცვენის შემდეგ.
გახსოვდეთ
ყოველი მორწყვის შემდეგ შეშრობისთანავე ნიადაგი გააფხვიერეთ. საუკეთესო საშუალებაა ნარგაობის ძირებში ახალგათიბული ბალახის ან ფოთლების სქელ ფენად დაყრა; ამას დამულჩვა ჰქვია. მიწა შესანიშნავად ინარჩუნებს ტენს და ნიადაგის დასკდომა გამორიცხულია.
წაყინვით დაზიანებული ხეხილის მოვლა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები
მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.
შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
აღდგომის დღესასწაულზე დაისვენებენ სხვა საჯარო სამსახურები: წითელ პარასკევიდან ანუ, 3 მაისა და მიცვალებულთა ხსენების დღეს ორშაბათს. შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების დღეა.











