31 მაისი, 2022
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელ, პროფესორ გიორგი ფხაკაძესთან მცირე გაუგებრობის შესახებ ისაუბრა.
-„ჩემსა და გიორგის შორის იყო ერთი ეპიზოდი მხოლოდ და მხოლოდ, ამ პოსტების გასროლის, მეტი აღარაფერი, ჩემი აზრით, ცოტა ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. ზოგადად, ექიმები ძალიან ტოლერანტული ხალხი ვართ, ნაკლებად გვიყვარს რაღაცების სროლა, მით უმეტეს სხვისთვის. ძალიან არაკონფლიქტური ვარ, უბრალოდ ეს ერთი ეპიზოდი იყო.
ამას ჰქონდა შესავალი, ომიკრონი როცა გამოჩნდა, მქონდა ჩართვა, – საზოგადოებას მივმართე, ვთქვი, რომ ომიკრონი, სავარაუდოდ, უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა ვარიანტები იყო, დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდები ჩაივლის შვიდად. შეიძლება ომიკრონი ბოლო შემთხვევა იყოს და კოვიდი ისე აქტიურად აღარ ფიგურირებდეს ჩვენს ცხოვრებაში. შემდეგ მოვლენებმა აჩვენა, რომ ასეც მოხდა. გიორგი ფხაკაძეს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება. არა მგონია თვითონ გიორგი იყოს ჩემზე გაბრაზებული“.
გიორგი ღოღობერიძემ და გიორგი ფხაკაძემ ერთმანეთი საჯაროდ გააკრიტიკეს, როდესაც კორონავირუსი აქტიური იყო.
გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ გიორგი ღოღობერიძეს უპასუხა:
-„მე გიორგი, როგორც სპეციალისტი, ძალიან მიყვარს. თავის დროზე ყველა რომ დაესია, ლანძღვა-გინებაში რომ იყო, მე გამოვედი და ვთქვი, – ნეტავ, ასეთი ახალგაზრდები ქვეყანაში ბევრი იყოს, ცოდნა არის, ის, რაც გადაარჩენს ამ ქვეყანას. გიორგისთან მქონდა მიმოწერა. მე ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი არის ონკოლოგი, ჩვენ შეიძლება სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს, ეს არის ნორმალური. ონკოლოგიაში მე არ ვარ კომპეტენტური, ონკოლოგიური რამე პრობლემები თუ ექნება ახლობელს ან მეგობარს, მე ვიცი, გიორგის შემიძლია მივმართო, ამ სფეროში არის კომპეტენტური. როგორც მე არ ვარ კომპეტენტური ონკოლოგიაში, ისე ყველა ვერ იქნება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ის, რასაც მე გლობალურ სურათს ვუყურებ, საქართველოში მყოფ ადამიანი უფრო საქართველოს, ეს ნორმალური ამბავია, აქ შეიძლება იყოს ინფორმაციის ნაკლებობა“.
—
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
—
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili