კვირა, ნოემბერი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა...

„ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“ – დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრი დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებსაც შეხვდა და ინფორმაცია მოისმინა მუშაობის სპეციფიკასა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევების ფაქტები, უმეტესად, ბრაკონიერობას და ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევას მოიცავს. შესაბამისად, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებენ 24 საათიან კონტროლს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო ცალკე ტერიტორიულ ორგანოდ 2 წლის წინ ჩამოყალიბდა. 2023 წლამდე, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოები ერთ ტერიტორიულ ორგანოში – აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში იყო გაერთიანებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები