კვირა, ნოემბერი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიუკვე 700-მა ფერმერმა ქალმა შეძლო რძისა და რძის პროდუქტის საწარმო დანადგარების შეძენა,...

უკვე 700-მა ფერმერმა ქალმა შეძლო რძისა და რძის პროდუქტის საწარმო დანადგარების შეძენა, FAO-ს თანამონაწილეობრივი საგრანტო კომპონენტის მეშვეობით

უკვე 700-მა ფერმერმა ქალმა შეძლო რძისა და რძის პროდუქტის საწარმო დანადგარების შეძენა, FAO-ს თანამონაწილეობრივი საგრანტო კომპონენტის მეშვეობით.

დღეიდან 30 სექტემბრის ჩათვლით კი გრძელდება განაცხადების მიღება ფინანსური მხარდაჭერის პაკეტით დაინტერესებული მცირე მწარმოებლებისთვის!
ხართ მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერი?
გსურთ წარმოების ეფექტურობისა და უვნებლობის გაუმჯობესება?
ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი ხელმისაწვდომია ყველა ქალი ფერმერისთვის, ვისაც:
სურს რძისა და რძის პროდუქტის საწარმო დანადგარების შეძენა;
ყავს ექვსიდან 20 მეწველ ძროხამდე;
სრულად აქვს გავლილი FAO-ს სურსათის უვნებლობის ტრენინგები.
საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, 70 პროცენტიანი თანადაფინანსება ვრცელდება შემდეგ ინვენტარზე:
  • პორტატული საწველი აპარატი;
  • უჟანგავი ფოლადის რძის ბიდონი;
  • რძის გამაგრილებელი ავზი მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი;
  • პასტერიზატორი მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი;
  • რძის პორტატული ანალიზატორი;
  • ვაკუუმის შესაფუთი აპარატი.
თანამონაწილეობრივ საგრანტო კომპონენტს FAO ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://eu4georgia.eu/ka/mkhardacheris-paketi-5/
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები