სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7...

ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ

ივლისი

თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა. ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ. თუ ნარგავი ძალიან გახშირებულია, შეათხელეთ და ახალ ადგილზე გა­დარგეთ.
ბაღში ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე კვირტით მყნობის დროა. იმ დღეს, როცა მყნობას და­აპირებთ, თქვენთვის სასურველი ჯი­შის მსხმოიარე ხიდან ააჭე­რით წლე­ვანდელი, ოღონდ კარგად გამერქნებული ყლორტი. წააჭერით თავსა და ბოლოში ორი მუხლის სიგრძე და გადაყარეთ. რაც დაგ­რჩებათ, ის გახლავთ საუკეთესო სანამყენე კვირტები. წააჭერით ყველა ფოთოლი და დატო­ვეთ მხო­ლოდ ფოთლის ყუნწები, ჩა­ალაგეთ ყლორტები წყლიან ჭურჭელში ბოლოებით ქვემოთ ისე, რომ ჩაყოფილი ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუხლის ზომაზე. მიიტანეთ ამ მდგომა­რეობაში ყლორტები დასამყნობად შერჩეულ საძირე ხემდე. საძირის ტოტების ზედა ნაწილში სამყნობი და­ნით, რომელსაც საპირისპირო მხა­რეს აქვს სპეციალური პლასტმასის ბრტყელი, წამახვილებული ფორმის ფირფიტა, გააკეთეთ ასო თ-ს მაგვარი ჭრილი, რომლის ზომებიც უნდა იყოს: ვერტიკალურად – 3-4 სმ, ჰორიზონტალურად – 1,5 სმ. დანის სპეციალური ფირფიტით (ან წამახვილებული ჯოხით) გახსენით კვირტის ჩასასმელი ადგილი, ამოიღეთ ყლორტი წყლიდან, აათალეთ კალმიდან კვირტი თავის ყუნწიანად ისე, რომ კვირტის ზემოთ დარჩეს არა უმეტეს 0,5სმ-ისა, ხოლო ქვემოთ – 1,5 სმ. ჩასვით კვირტი ფაქიზად და შ­ემოუჭირეთ საიზოლაციო ლენტი. სახვევი მოახვიეთ ზემოდან ისე, რომ კვირტი ჩანდეს, დანარჩენი ნაწილი კი კარგად იყოს შეკრული. 2 კვირის შემდეგ შეამოწმეთ ნამყენი. თუ ფოთლის ყუნწი ხელის ოდნავი შეხებით მოძვრება, ე.ი. კვირტი შეხორცებულია.

წაიკითხეთ სრულა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები