შაბათი, მარტი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიფქვილზე საიმპორტო გადასახადი პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე 2023 წლის 12 ივნისს ამოქმედებული დროებით გადასახადის ვადა 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წლის 12 ივნისიდან მოქმედებს, რომელიც 2024 წლის პირველ მარტამდე იყო ძალაში და ტონაზე 50 ლარიდან 250 ლარამდე გაიზარდა.

გადაწყვეტილება ფქვილის ქერისა და ქატოს იმპორტის შემთხვევაში საბაჟო გადასახადზეც გავრცელდება, რომლის ვადაც 1 მარტს იწურებოდა გადავადება ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციისა და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერების მოთხოვნა იყო.

ფქვილის იმპორტირებისას გადასახადის დაწესების შესახებ 12 ივნისს ამოქმედებული დადგენილება 10 სექტემბერს შეიცვალა, რომლის მიხედვითაც 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა უწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 200-დან 250 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, იმპორტის რეგულირების სწორედ ეს ვერსია გახანგრძლივდა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, ნორმები ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე იქნება.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ გასული წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. მიზეზი, რუსეთში ხორბლის ექსპორტისას არსებული ე.წ. საბაჟო გადასახადია, რომელიც ფქვილის შემთხვევაში ნულოვანია.

მოგვიანებით, საიმპორტო გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა და 100 ლარით განისაზღვრა.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელის დაწესებამ ყველა მიმართულებით შესამჩნევად დადებითი ეფექტი მოიტანა, კერძოდ: აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის, შედეგად, წისქვილკომბინატებმა განაახლეს მუშაობა და აღადგინეს მრავალმილიონიანი შენატანები საქართველოს ბიუჯეტში, პურის ფასი სტაბილურია და გამოწვევები არ არსებობს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

15 March, 2025
“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

მარტი 14, 2025
“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

14 მარტი 2025
უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

მარტი 14, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი, რათა არ დაკარგოს გემოვნური თვისებები

როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი, რათა არ დაკარგოს გემოვნური თვისებები

მარტი 14, 2025
ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

მარტი 14, 2025
რა უნდა დაათვალიეროთ ანტალიაში მოგზაურობისას

რა უნდა დაათვალიეროთ ანტალიაში მოგზაურობისას

14 მარტი 2025
გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 7800 აბონენტსგაზის მიწოდება შეუწყდება — ,,თბილისი ენერჯი”

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 7800 აბონენტსგაზის მიწოდება შეუწყდება — ,,თბილისი ენერჯი”

მარტი 14, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები