კვირა, თებერვალი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამდინარე ალაზნის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითით დათევზიანდა

მდინარე ალაზნის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითით დათევზიანდა

ბაწარა ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ალაზნის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითით დათევზიანდა, რაც აღნიშნულ დაცულ ტერიტორიაზე პოპულაციის აღდგენისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ველური ბუნების სააგენტოების ჩართულობით, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს 2016 წლიდან წარმატებით ახორციელებს. 2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება.

ბაწარა ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ალაზნის შენაკადების  დათევზიანების პროცესში მონაწილეობას  იღებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები.

„საქართველოში, ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. უკვე რამდენიმე მილიონი ნაკადულის კალმახის ქვირითით დავათევზიანეთ საქართველოს მდინარეები. ამ ეტაპზე, დათევზიანებასთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი. მრავალ მდინარეში, რომელშიც თევზი პრაქტიკულად არ ფიქსირდებოდა, დღეს უკვე თვალხილულია ნაკადულის კალმახი. დათევზიანების  პროცესი იქნება შეუქცევადი და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

16 February, 2025
ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში –  9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში – 9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

თებერვალი 15, 2025
“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

14 თებერვალი 2025
“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

თებერვალი 15, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

თებერვალი 16, 2025
ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

თებერვალი 16, 2025
ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

15 თებერვალი 2025
როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

თებერვალი 16, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები