ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიკიტრი - მოსავლის მიღებას ბევრი წი­ნაღობა ახლავს, მათ შორის რადიაცია, მავნებლები და...

კიტრი – მოსავლის მიღებას ბევრი წი­ნაღობა ახლავს, მათ შორის რადიაცია, მავნებლები და სოკოვანი დაავადებები. მაგრამ თუ შესაბამის პირობებს დავიცავთ, აუცილებლად კარგ მოსავალს მივიღებთ

კიტრი – მოსავლის მიღებას ბევრი წი­ნაღობა ახლავს, მათ შორის რადიაცია, მავნებლები და სოკოვანი დაავადებები. მაგრამ თუ შესაბამის პირობებს დავიცავთ, აუცილებლად კარგ მოსავალს მივიღებთ.

დღეს კიტრის მოსავლის მიღებას ბევრი წი­ნაღობა ახლავს, მათ შორის რადიაცია, მავნებლები და სოკოვანი დაავადებები. მაგრამ თუ შესაბამის პირობებს დავიცავთ, აუცილებლად კარგ მოსავალს მივიღებთ.

მაშ, ასე:
1. თესლი უნდა აიღოთ წინასწარ შერჩეული საღი ბუჩქიდან, ან იყიდოთ სპეციალიზებულ მა­ღაზიაში;
2. კიტრი დათესეთ შედარებით დაჩრდილულ ადგილებში, რადგან იგი ძალიან მგრძნობიარეა მზის სხივებისადმი;
3. თესლის ან ჩითილების დეზინფექციისთვის გამოიყენეთ კალიუმის პერმანგანატის 0,01%-იანი ხსნარი (10 გ – 100 ლ წყალზე) – თესლი დაასვე­ლეთ, გააშრეთ და დათესეთ. კალიუმის პერმანგანატის 0,5-1%-იან ხსნარში ამოავლეთ ჩითილის ფესვებიც სათბურში დარგვის წინ;
4. კიტრის ბარდი შპალერზე ან ფორჩხზე გა­უშვით. ეს ხელს შეუწყობს აერაციას და შეამცი­რებს დაავადების რისკს;
5. დაავადების შემჩნევისთანავე დაავადებული ფოთლები შეაცალეთ და დაწვით;
6. კიტრის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ჩაატარეთ: დაავადების გამოჩენის­თანავე 1%-იანი ბორდოს ხსნარით შესხურება; გაიმეორეთ 10-12 დღის შემდეგ, ანდა შეწამლეთ 0,5%-იანი ხომეცინისა და 0,01%-იანი ბაილეტონის ნაზავით;
7. მოსავლის აღების შემდეგ ბარდის ნარჩე­ნები შეაგროვეთ და დაწვით.
ყვავილობის პერიოდში კიტრის ბარდზე ხშირად წარმოიქმნება მამრობითი ყვავი­ლები, ანუ ცრუ ყვავილები, რომლებიც ნაყოფს არ იძლევა. ამის მიზეზია დასათესად აღებული წინა წლის თესლი, რაც მიუღებელია არა მხოლოდ კიტრის, არამედ გოგრისა და ნესვის დათესვის შემთხვევაშიც. იმისათვის, რომ წარმოიქმნას მდედრობითი სქესის ყვავილები, ძირიდან, მე­ხუთე-მეექვსე ფოთლის შემდეგ, ბარდი უნდა მოწყვიტოთ. თუ დაგვიანებულია, მაშინ ბარდის ბოლო ნაწილი უნდა მოშორდეს, რომ განვითარდეს განტოტვილი ღერო, რომელიც გამოიღებს ნა­ყოფიერ ყვავილებს. მამრობითი ყვავილები სა­ჭი­როა დამტვერიანებისათვის. მცენარეზე ფოთოლი როგორც კი შეჭკნება, მაშინვე მორწყეთ. მოსარწყავად და ნიადაგის გასანოყიერებლად უმჯობესია საღამო ხანი. სასუქად ვიყენებთ წინასწარ მომზადებულ წუნწუხს.
კიტრი ხშირად უნდა მოირწყოს.
ზოგჯერ, განსაკუთრებით ზაფხულის ბოლოს, კიტრის ნაყოფი იღებს უცნაურ ფ­ორმას: ხან ბოლო უწვრილდება, ხან კი პირიქით. საქ­მე ისაა, რომ ამ დროს მცენარე განიც­­დის რომელი­მე საკვები ელემენტის ნაკ­ლე­ბობას. აზო­­ტის ნაკლებობისას ნაყო­ფი ღია მ­წვა­ნე ფე­რი­­საა და ზედა ნაწილი დავიწროებული აქვს. კა­ლი­უმის ნაკლებობისას პირიქით – ნაყოფს ბოლო უწვრილდება, ზედა ნაწილი კი უმსხვილდება. ეს რომ არ მოხდეს, უნდა მოვრწყოთ კალიუმის გვარჯილის წყალხსნარით. ეს სასუქი ერთდროულად შეიცავს აზოტისა და კალიუმის ნაზავს. თუ 10 ლ წყალში გახსნით 1 სუფრის კოვზ გვარჯილას და ყოველ 1მ2-ზე მოასხამთ, მდგომარეობა გამოსწორდება. მეორე პრობლემა გახლავთ ნაყოფის სიმწარე; ამის მიზეზია, როგორც წესი, გვალვიანი ამინდები: ნაყოფში ამ დროს გროვდება მწარე ნივთიერება – კუკუმბიტაცინი და კიტრი საჭმელად უვარგისი ხდება. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მცენარე უნდა მოვრწყოთ ორ დღეში ერთხელ მაინც.
კიტრის ბევრი ჯიშია ცნობილი, რომელთაგან ჩვენში ძირითადად გვხვდება შვიდი:
1. მუხრანული – ადგილობრივი ქართული ჯიშია. ბარდი 3,5 მეტრამდე იზრდება, გლუვი და მწვანე მოელვარე ზედაპირის მქონე ნაყოფის სიგრძე 25-26 სმ-ია, დიამეტრი – 5-6სმ; ხშირად მის ბოლო მესამედს მოთეთრო ზოლები გასდევს. მაღალმოსავლიანი ჯიშია, ერთ მცენარეზე საშუალოდ 12-14 ნაყოფი ვითარდება.
მუხრანული საგვიანო ჯიშია; გამოიყენება ღია გრუნტსა და კვალსათბურში მოსაყვანად. ნა­­ყო­ფი სა­სა­ლა­თეა, დასამწნილებლად უვარ­­გ­ისი. კარგ მოსავალს იძლევა ტენიან და ჭარბტენი­ან ზღვისპირა რეგიონებში, ქვემო იმე­რეთ­­ში, მეს­ხეთში, ქვემო ქართლსა (სამგორის ვაკე) და კა­ხეთში (ალაზნის ვაკე).
2. ნეჟინური – უკრაინული ჯიშია. ძალზე დატოტვილი ბარდის საშუალო სიგრძე 140 სმ-ს შე­ადგენს. 10 სმ-მდე სიგრძისა და 5 სმ დიამეტრის მუქი მწვანე ნაყოფი წაგრძელებულ-კვერცხისებრი ან ცილინდრული ფორმისაა, წახნაგოვანი, მსხვილბორცვებიანი, ღია მწვანე ზოლებით, რომ­ლებიც ნაყოფს მესამედზე ან ნახევარზე გასდევენ. უხვმოსავლიანი, გემრიელი, დასამწნილებლად საუკეთესო, ზოგიერთ დაავადებათა მიმართ გამძლე ჯიშია, თუმცა მოკრეფილი ნაყოფი მალევე კარგავს მწვანე ფერს. ძირითადად მოჰყავთ ქვემო ქართლში (სამგორის ვაკე, წალკის მუნიციპალიტეტი), მესხეთში, შიდა ქარ­თლში (სამაჩაბლო), რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და აჭარა-გურიაში.
3. უცვარულა (ნეროსიმი) – ძველი რუსული ჯიშია. ბარდის საშუალო სიგრძე 80-140 სმ-ია. საშუალო გემური თვისებების მქონე ნაყოფი მოგრძო-კვერცხისებრია ბლაგვი, გლუვი ბო­ლო­­თი, სიგრძით 11 სმ-მდეა, დიამეტრით 5სმ. კანი მუქი მწვანე აქვს, გასწვრივი ზოლებით, რომლებიც ნაყოფის ბოლოს გასდევს. ღივის ამოსვლიდან მსხმოიარობამდე 50-55 დღეა სა­ჭირო. მაღალმოსავლიანი ჯიშია – 1 ჰა-ზე 200-800 ც მოდის. გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ, კარგად ინახება და უძლებს გადატანას. გამოსადეგია, როგორც ღია, ისე დახურული გრუნტისთვის. კარგ მოსავალს იძლევა ქვემო ქართლის (თრიალეთის მთატყიან) და შიდა ქართლის (სამაჩაბლოს) რეგიონებში.
4. ჭროღა (რიაბჩიკი) – ადგილობრივი დონური ჯიშია. ბარდი გრძელი აქვს, ისხამს 12 სმ-მდე სიგრძის ცილინდრულ ნაყოფს მსხვილხორკლიანი, შავბუსუსიანი ზედაპირით. მისი საშუალო წონაა 100-160 გ, გვიან ყვითლდება, გემრიელია და და­სამწნილებლად კარგია. დაავადებათა მი­­მართ მდგრადი, გვალვაგამძლე, მაღალმოსავ­ლი­ანი ჯიშია, მაგრამ მომთხოვნი ნიადაგის ტენის მიმართ. ჭარბტენიან ადგილებში ზიანდება ბაქტერიოზით. კარგ მოსავალს იძლევა ქვემო ქართლის სარწყავ ველებზე.
5. მურომსკული 36 – რუსული ჯიშია. მცირედ დატოტვილი ბარდის სიგრძე 50-80 სმ-ია; აქვს ღია მწვანე კვერცხისებრი ნაყოფი სუსტად და­ღარული ზედაპირითა და მკვეთრი ფერის ზო­ლე­ბით. საადრეო ჯიშია, ნაყოფი მალე ყვით­ლდება.
ძირითადად მოჰყავთ ჯავახეთის მთაგორიან რეგიონებში, როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. კარგია დასამწნილებლად.
6. სენსაცია – აქვს გრძელი ბარდი. ცილინდრული ფორმის ნაყოფის საშუალო სიგრძე 19სმ, დიამეტრი 4,3 სმ-ია. მუქი მწვანე კანის ზე­დაპირი მსხვილბორცვიანია, ბოლო მესამედზე კი ღია ფერის ზოლები გასდევს. დაავადებებისა და გვალვის მიმართ გამძლე, მაღალმოსავ­ლიანი ჯიშია, გამოსადეგია ღია გრუნტსა და კვალსათბურებში მოსაყვანად. მოყვანა მიზან­შეწონილია: აჭარა-გურიის ტენიან და ჭარბ­ტე­ნიან ზღვისპირა რეგიონებში, მესხეთსა და კა­ხეთში (ალაზნის ვაკე).
7. მსი-60 (ვირ-60) – ჯიში გამოყვანილია რუ­სეთში, ამერიკიდან მიღებული კოლექციური ნიმუშის `ჩინური გრძელნაყოფა 60~-ის პოპულა­ციიდან. კარგ მოსავალს იძლევა ზღვისპირა ჭარბ­ტენიან რეგიონებში.
გარდა ზემოჩამოთვლილისა, საქართველოში ასევე გავრცელებულია შემდეგი ადგილობ­რივი ჯიშები:
8. გილანური – ბევრი აქვს საერთო მუხრა­ნულ ჯიშთან, მაგრამ მაინც განსხვავებული ფორმაა. ბარდის სიგრძე დაახლოებით 4 მ-ია. ზრდა­დასრულებული, მუქი მწვანე პრიალა ზე­დაპირის მქონე ნაყოფი მუხრანულ კიტრზე დიდია – აღწევს 30 სმ-მდე, ახასიათებს გრძელი, 7სმ-მდე, როგორც წესი, მოკაკული ყელი.
სათესლე ნაყოფის სიგრძე 50 სმ-მდე აღწევს, ყველაზე ფართო ნაწილის დიამეტრი 9-10 სმ-ია. მუხრანულთან შედარებით, უფრო საგვიანო ჯიშია, ნაყოფსაც ნაკლებს ისხამს (7-9 ცალი), თუმცა მებოსტნეები კვალსათბურებში მაინც მის მოყ­ვანას ამჯობინებენ გრძელი, ლამაზი ნაყო­ფის გამო.
9. შუშა კიტრი – მიღებული უნდა იყოს მუხრანული და გილანური ჯიშების შეჯვარებით, რად­გან ორივეს ნიშნების მატარებელია, თუმცა სამეურნეო თვისებებით მათგან განსხვავდება. მუხრანულთან შედარებით, მოკლე – 23-25 სმ – ბარდი აქვს. 300 გ წონის მწვანე ნაყოფი ცილინდრული, გლუვი და სწორია. საშუალო-საგვიანო ჯიშია, მუხრანულსა და გილანურზე ადრე შემოდის. შუშა კიტრის კვალსათბურში დათესვიდან პირველ ნაყოფამდე საშუალოდ 70 დღეა საჭი­რო, მუხრანულისა და გილანურის – 90 დღემდე.
10. ახალციხური – როგორც ადგილობ­რი­ვები უწოდებენ, `ლანგა კიტრი~, მესხეთში გავ­რცელებული ჯიშია. მუქი მწვანე ნაყოფის ფორმა ცილინდრულია, ბლაგვი წვერით, სიმწვანეს დიდხანს ინარჩუნებს; რბილობი მკვრივი და გემ­რიელია. მიეკუთვნება საგვიანო ჯიშებს.
11. ფოჩხის კიტრი – გურიაში, აჭარასა და სა­მეგრელოში გავრცელებული ჯიშია. გამოირჩევა მეტად გრძელი, დატოტვილი ბარდით, რის გამოც უდგამენ ფოჩხს (განტოტვილ საყრდენს), რომელზეც ეხვევა, ნაყოფი კი მიწას არ ეხება.
ხორკლიანი ზედაპირის მქონე ნაყოფი საკ­მაოდ გრძელი და მსხვილია, ცილინდრული ან მოხრილი ბლაგვი ბოლოთი; რბილობი საშუალოდ მკვრივი, ნაკლებად გემრიელი. საგვიანო ჯიშია, კარგად უძლებს დაავადებებსა და მავნებ­ლებს.
დასავლეთ საქართველოში არსებობს აღ­ნიშ­­ნული ჯიშის კიტრის მსგავსი ფორმები, მაგ­რამ მუხ­რანულ კიტრთან ერთდროულად თესვა-­მოყვანამ მეტად ჭრელი პოპულაცია შექმნა.

კიტრის კულტურა კასრში
თუ მიწის ნაკვეთი არ გაგაჩნიათ და გაქვთ ფართო აივანი, დახვრიტეთ ძველი, უვარგისი კასრი ფსკერსა და გვერდებზე. ჩაყარეთ შიგ ნოყიერი მიწა, ჯერ ზედაპირზე, ხოლო შემდეგ გვერდებზე ჩათესეთ კარგი ჯიშის კიტრის თესლი, რომელიც წინასწარ დამუშავებულია ე.წ. ბაღის ხსნარში. ბაღის ხსნარი ასე მზადდება: 1ლ წყალში იხსნება 5გ საჭმელი სოდა ან 2გ ბორის მჟავა, ხსნარში ათავსებთ თესლებს და ჭურჭელს 24 საათის განმავლობაში დგამთ თბილ ადგილას. ასეთი პროცედურა ხელს უწყობს თესლის გაღივებას და აღმონაცენის განვითა­რებას. თეს­ლების ჩათესვის შემდეგ მი­წა კარ­გად დაასველეთ ოდნავ თბილი წყლით. ცო­ტა ხანში თქვენი კასრი მწვანედ „შეიფოთლე­ბა“, ფოთლებს შორის გამოჩნდება ყვითელი ყვა­ვი­ლები და, რა თქმა უნდა, ნაყოფები. ეს ლამაზიც არის და სასურველიც.
ინგლისში კიტრი მოჰყავთ მხოლოდ პოლი­ეთილენის ქვეშ ან მინით გადახურულ ორანჟე­რეებში. ნიადაგად იყენებენ ბზის ბარდანებს, რომლებზედაც თხელ ფენად აყრიან მიწასა და სასუქს, რწყავენ და თესავენ. ბზის ბარდანებში მორწყვის შემდეგ ტემპერატურა მატულობს, რაც ხელს უწყობს მცენარის აღმოცენება-განვითარებას.

სექტემბერი – მობრძანდა მადლიანი შემოდგომა 

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
პერუგია, იტალია: საუკეთესო სანახაობები უმბრიის დედაქალაქში

პერუგია, იტალია: საუკეთესო სანახაობები უმბრიის დედაქალაქში

8 October, 2024
„ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი“

„ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი“

ოქტომბერი 8, 2024
“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 8 ოქტომბერი

“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 8 ოქტომბერი

8 ოქტომბერი 2024
როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად ფერების გამოყენებით? – 3 მარტივი გზა

როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად ფერების გამოყენებით? – 3 მარტივი გზა

ოქტომბერი 8, 2024
“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა… თადა ერეკ­ლე პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია…” – ნინო თოლორდავა

“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა… თადა ერეკ­ლე პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია…” – ნინო თოლორდავა

8 ოქტომბერი 2024
“კურორტი საირმე” გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო და სარეკრეაციო გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ისიამოვნოთ შესანიშნავი ბუნებით

“კურორტი საირმე” გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო და სარეკრეაციო გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ისიამოვნოთ შესანიშნავი ბუნებით

ოქტომბერი 8, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ოქტომბერი 7, 2024
ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ოქტომბერი 3, 2024
რა საფრთხეები შეიძლება შეგექმნათ მგზავრობის დროს და როგორ ავირიდოთ ისინი

რა საფრთხეები შეიძლება შეგექმნათ მგზავრობის დროს და როგორ ავირიდოთ ისინი

8 ოქტომბერი 2024
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი – კულტურის ცენტრალური ადგილი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი – კულტურის ცენტრალური ადგილი

ოქტომბერი 8, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები