სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები? - კვერცხის წითლად შეღებვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მთავარი...

როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები? – კვერცხის წითლად შეღებვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მთავარი რიტუალია

კვერცხის წითლად შეღებვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მთავარი რიტუალია.

წითლად შეღებილი კვერცხი ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლოა.

როგორ გავზარდოთ და გავაფორმოთ სააღდგომო ჯეჯილი - ულამაზესი იდეები

ენდროთი შეღებვის ყველაზე ტრადიციული მეთოდი:

ინგრედიენტები:

  • ენდროს ფესვები  2კონა;
  • კვერცხი  30-40ც;
  • ხახვის ფურცლები  4-5 თავის;
  • ძმარი  1ს/კ;
  • მარილი  1ს/კ;
  • წყალი  1,5-2ლ;

მომზადების წესი:

დიდ ხუთშაბათს – კარგად გარეცხეთ ენდროს ფესვები, დაჩეჩქვეთ ქვასანაყის, ან სხვა საგნის დახმარებით, ჩადეთ ქვაბში, დაასხათ წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა ადუღდება, დაამატეთ ხახვის ფურცლები ადუღეთ 30 წუთი, გადმოდგით. გააჩერეთ მთელი ღამე.

იმისათვის, რომ კვერცხი ხარშვისას არ გასკდეს, ხარშვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან, რათა მიიღოს ოთახის ტემპერატურა.

მეორე დღეს კიდევ აადუღეთ წყალი 20 წუთი, რომ კარგად გამოუვიდეს ფერი.  შეგიძლიათ წყალი დაამატოთ. როცა გაცივდება, ჩააწყეთ მასში კვერცხები, ისე განალაგეთ, რომ ენდროში და ხახვის ფოთლებში იყოს დაფარული, დაამატეთ მარილი და ძმარი. ადუღებიდან 20 -25 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოიღეთ კვერცხები ცივ წყალში.

შეგიძლიათ თითოეული კვერცხი ზეთში დასველებული სუფთა ნაჭრით გააპრიალოთ.

სადღესასწაულო სუფრასთან წითელ კვერცხებს ჯეჯელით აფორმებენ, იყენებენ სხვადასხვა მოსახატ საშუალებასაც.

სააღდგომო კვერცხის შეღებვა ხახვის ფურცლებით - let us cook

მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს წელს 20 აპრილს აღნიშნავს.
სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხის წით­ლად შე­ღებ­ვის ტრა­დი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ასე­თი გად­მო­ცე­მა:

ზე­ცად ამაღ­ლე­ბამ­დე უფალ­მა იესო ქრის­ტემ მო­ცი­ქუ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში წარ­გზავ­ნა, რათა ყვე­ლას­თვის ეხა­რე­ბი­ნათ უფ­ლის მკვდრე­თით აღ­დგო­მა.

საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც – ადამიანი, ვინც პირველმა იხილა აღმდგარი იესო. ისიც სხვა მოწაფეთა მსგავსად დადიოდა და ყველას ახარებდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას.

მან რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში იქა­და­გა ქრის­ტეს მკვდრე­თით აღ­დგო­მა. ბო­ლოს იტა­ლი­ა­ში ჩა­ვი­და, იმ­პე­რა­ტორ ტი­ბე­რი­უსს წა­რუდ­გა, კვერ­ცხი გა­უ­წო­და და მი­მარ­თა: “ქრის­ტე აღ­სდგა!” ეს ისე­ვე და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რო­გორც ის, რომ ახლა ეს კვერ­ცხი გა­წით­ლდე­ბაო, უთ­ქვამს იმ­პე­რა­ტორს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად კვერ­ცხმა მარ­თლაც იწყო გა­წით­ლე­ბა, ბო­ლოს კი სულ გა­წით­ლდა.

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები