სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარას ნიშნავს, თუ ფურცელზე გაუაზრებლად სულ გულებს ხატავთ

რას ნიშნავს, თუ ფურცელზე გაუაზრებლად სულ გულებს ხატავთ

ალბათ,ხშირად გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც მოსაწყენ შეხვედრაზე ან დროის სწრაფად გასაყვანად ფურცელზე გაუცნობიერებლად სხვადასხვა ფორმისა და ზომის გამოსახულებები დაგიხატავთ.

ეს პროცესი იმდენად ავტომატურად ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში იმის გააზრებასაც ვერ ვასწრებთ, თუ რა სახის კონტურები გამოგვყავს ფურცელზე. თუმცა, როგორც საერთაშორისო ფსიქოლოგები და გრაფოლოგები (ადამიანები, რომლებიც ხელნაწერით ადამიანების ხასიათს სწავლობენ), ამბობენ, ასეთი სტილის გაუცნობიერებელი ნახატები ავტორის პიროვნულ თვისებებსა და განწყობაზე იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გულები –  საერთაშორისო ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც გულებს ხატავენ, გრძნობებით იმართებიან, მაგრამ ამას ხშირად მალავენ. ისინი მზად არიან სითბო გარშემომყოფებს თანაბრად გაუზიარონ. თუმცა, შორიდან ისინი საკმაოდ მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ექსპერტების თქმით, რაც უფრო დიდია ფურცელზე დახატული გულის ზომა, მით უფრო დიდი სხვაობაა ამ ადამიანების შინაგან და გარეგან სამყაროებს შორის.

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები