შაბათი, მარტი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება«პატრიოტები», თუ „ზარმაცები“ — რატომ არ მიფრინავენ ეს ფრინველები თბილ ქვეყნებში?

«პატრიოტები», თუ „ზარმაცები“ — რატომ არ მიფრინავენ ეს ფრინველები თბილ ქვეყნებში?

ბეღურები ჩვენი სახლის მახლობლად ყოველდღე ჩნდებიან. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ქალაქში, თუ სოფლად, მათი სიახლოვე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. მაგრამ, ამის მიუხედავად, უმრავლესობამ, მათ შესახებ, ბევრი არაფერი ვიცით!

ბეღურები და საინტერესო ფაქტები ამ პატარა და საყვარელი ფრინველევის შესახებ, რომლებიც ზფხულში ჩვენთან არიან და არც ზამთარში გვტოვებენ.  «პატრიოტები», თუ „ზარმაცები“ — რატომ არ მიფრინავენ ეს ფრინველები თბილ ქვეყნებში?

ფრენის დროს, ფრინველის გულისცემა წუთში, დაახლოებით, ათასი დარტყმის ტოლია. შედარებისთვის, ჩვენი გულისცემა, სირბილის დროს, წუთში მხოლოდ 140 დარტყმაა.

მოკრძალებული ზომის მიუხედავად, ბეღურას კისერში, ჟირაფზე 2-ჯერ მეტი –14 მალა აქვს!

ბეღურა, საშუალოდ, 30 გრამს იწონის. ხოლო, მისი ტვინის მასა 1 გრ-ს ტოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრინველებს შორის, სხეულის მასასთან თანაფარდობით, ბეღურას ყველაზე დიდი ზომის ტვინი აქვს!

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ ჯუჯა ბეღურებიც, რომელთა მასა 10-12 გრ-ს არ აღემატება.

სქესის მიხედვით, ბეღურას ბუმბულის განსხვავებული შეფერილობა აქვს: თუ ფრინველს კისრის მიდამოში მუქი ლაქები აქვს და ნაცრისფერი «ქუდი ახურავს» — ის მამრია, ხოლო ერთნაირად ნაცრისფერ-ყავისფერი შეფერილობის ფრინველი — მდედრია.

ბეღურას 2 დღეზე მეტ ხანს შიმშილი არ შეუძლია, რადგან ფრენა და სხვა აქტივობები დიდი რაოდენობის ენერგიას მოითხოვს.

ზამთარში ხშირად გვინახავს მობუზული ბეღურა და ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა, თუ რატომ არ მიფრინავენ ისინი თბილ ქვყნებში?

საქმე იმაშია, რომ ამ ფრინველებს ჰაერში დიდი ხნის მანძილზე ყოფნა არ შეუძლიათ. ბეღურებისთვის ფრენის კომფორტული დროის პერიოდი 15-20 წთ-ს შეადგენს. ამის შემდებ, მათ დასვენება და ამოსუნთქვა ესაჭიროებათ.

24 სთ-ში ბეღურას, ფრენით, 50-100 კმ-ს დაფარცა შეუძლია. მაგრამ, ჩვეულებრივ, ბინადრობისთვის ის პატარა, მყუდრო ადგილებს ირჩევს, სადაც საკვების შოვნის შანსი ექნება.

ცხოვრების მრავალფეროვნება და ევოლუციური პროცესები ხშირად სასწაულებრივ რამეებს გვიჩვენებს, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება ავსტრალიური ჭინჭრაქების (Malurus cyaneus) კვლევით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დედა ბეღურები ჯერ კიდევ გამოუჩეკელ ბარტყებს უგალობენ, რაც განუზომელ მნიშვნელობას ანიჭებს მათ განვითარების პროცესს.

რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა Malurus cyaneus-ის სახეობის ავსტრალიურ ჭინჭრაქაზე დაკვირვებისას უჩვეულო რამ შენიშნეს — დედა ბეღურები ჯერ კიდევ გამოუჩეკელ ნაშიერებს უგალობდნენ. საერთო საბუდარში მყოფი ბარტყები მშობლებისგან საკვებს ერთნაირი ხმიანობით ითხოვდნენ, რომელიც დედის “სიმღერას” ძალიან ჰგავდა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჭინჭრაქების ბარტყები მშობლების  “სიმღერის” მსგავს ხმიანობას იწყებენ, რაც მიანიშნებს, რომ მათ ხმა ჯერ კიდევ კვერცხში ყოფნისას ესმით.

სპეციალისტებმა კვერცხებს საბუდარი შეუცვალეს. აღმოჩნდა, რომ გადანაცვლებული, უკვე გამოჩეკილი, ბარტყები სწორედ ახალი ბუდისთვის დამახასიათებელ გალობას იმეორებდნენ. ეს მიანიშნებს, რომ ამგვარი ხმიანობა მათ ჯერ კიდევ გამოჩეკამდე ისწავლეს.

წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ გალობამ ევოლუცია მხოლოდ მამრ ფრინველებში განიცადა და მეწყვილის პოვნას ემსახურებოდა. თუმცა ამ კვლევებმა ცხადად აჩვენა, რომ მდედრების გალობა მნიშვნელობას ატარებს. რადგან ამგვარი ვოკალიზაციები დასწავლადია, ფიქრობდნენ, რომ მდედრების გალობა უმიზნო იყო, მაგრამ ეს მგალობელი მდედრი ბეღურების 70%-ზე მეტს შეუძლია. აღნიშნული უნარი სწორედ ავსტრალიის რეგიონში განვითარდა, რაც დაახლოებით 33 მილიონი წლის წინ მოხდა.

ახალი კვლევა იმის დასტურია, რომ მდედრ ბეღურებში გალობა “ევოლუციური შეცდომა” სულაც არაა, არამედ ის კონკრეტულ, საკმაოდ მნიშვნელოვან, მიზანს ემსახურება. ჩნდება კითხვებიც, მაგალითად, როგორ შეუძლია ჯერ კიდევ კვერცხში არსებულ ემბრიონს დედის გალობის დამახსოვრება. აქვე უნდა ითქვას, რომ გალობას ბარტყები მაშინ უფრო უკეთ იმეორებდნენ, თუ მათ დედა შედარებით ნელა “უმღეროდა”. ამ ათვისებულ ხმიანობას B ელემენტი ეწოდება და მდედრების საერთო ხმიანობების (კვერცხებისკენ მიმართული) 96% უკავია. საინტერესოა ისიც, რომ B ელემენტის გაგონებისას ბარტყებს გული უჩქარდებოდათ.

შესაძლოა, ეს ვოკალიზაციები გუგულებს უკავშირდებოდეს, რომლებიც კვერცხებს სხვა ფრინველების საბუდარში დებენ. მათი ნაშიერები რამდენიმე დღეში იჩეკებიან, რაც გალობის დასასწავლად საკმარისი არაა, ეს კი დედა ჭინჭრაქას უცხო ინდივიდების იდენტიფიცირებაში ეხმარება. მეორე მხრივ, შესაძლებელია, გალობა სქესობრივ სელექციასთან ასოცირდებოდეს, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია თაობიდან თაობას გადაეცემა.

დასკვნა

ეს აღმოჩენები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ შეუძლიათ ბუნებრივ პროცესებს და ვოკალიზაციას მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ფრინველების სოციალურ და ეკოლოგიურ ინტერსეკციებში. ავსტრალიური ჭინჭრაქების მსგავსი კვლევები საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ ბუნების სირთულეები და მისი წვრილმანები, რაც უფრო ღრმა ცოდნას მოგვცემს ფრინველების სამყაროზე.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

15 March, 2025
“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

მარტი 14, 2025
“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

14 მარტი 2025
უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

მარტი 14, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი, რათა არ დაკარგოს გემოვნური თვისებები

როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი, რათა არ დაკარგოს გემოვნური თვისებები

მარტი 14, 2025
ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

მარტი 14, 2025
რა უნდა დაათვალიეროთ ანტალიაში მოგზაურობისას

რა უნდა დაათვალიეროთ ანტალიაში მოგზაურობისას

14 მარტი 2025
გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 7800 აბონენტსგაზის მიწოდება შეუწყდება — ,,თბილისი ენერჯი”

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 7800 აბონენტსგაზის მიწოდება შეუწყდება — ,,თბილისი ენერჯი”

მარტი 14, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები